04 დეკ - 25 დეკ
ვიპ
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: nukri.lipartashvili@verona.ge
სარემონტო მასალების შოურუმი “ვენეტო დიზაინი” და იტალიური ავეჯის სახლი „ვერონა“ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, პრემიუმ კლასის ავეჯის, სამზარეულოს, სამზარეულოს ტექნიკის, კერამიკული ფილების, უნიტაზების, ხელსაბანების, ნიჟარების, შემრევების, ონკანების, შპალერის, პარკეტის, აბაზანის, ტუალეტის და სამზარეულოს მოწყობილობების და აქსესუარების რეალიზაციის პროცესისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სარეალიზაციოდ წარმოდგენილი და კატალოგებით გათვალისწინებული პროდუქციის შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინერთა და არქიტექტორთა ბაზის განვითარება და მუდმივი მუშაობა ახალი პარტნიორების მოსაზიდად, კომუნიკაციის დამყარება, გრძელვადიანი ურთიერთობა;
- დარბაზში განთავსებული პროდუქციის და კატალოგებით გათვალისწინებული არჩევანის ზედმიწევნით ცოდნა;
- გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა საოპერაციო საქმიანობა - ხელშეკრულების შედგენა, მონაცემების შეყვანა სისტემაში, სალარო აპარატის გამოყენება, სასაწყობე ნაშთების გადამოწმება, მიწოდების მონიტორინგი და ა.შ.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ან/და რუსული ენების საშუალოზე კარგად ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- გაყიდვების ტექნიკის, სპეციფიკისა და სამომხმარებლო/მსყიდველობით ჩვევების კარგად ცოდნა;
- მომხმარებლების მოთხოვნებისა და შესაძლებლობების ანალიზი და მათთვის ოპტიმალური ვარიანტის, გადაწყვეტის შეთავაზების უნარი;
- ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინერებთან და არქიტექტორებთან კომუნიკაციის უნარი;
- საოჯახო პროდუქციის, ავეჯის ან/და სარემონტო მასალების გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება;
სხვა მოთხოვნები:
- მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს ენერგიული,შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა;
დამატებითი პირობები:
გამოსაცდელი ვადა - სამი თვე (ანაზღაურებადი)
ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასი ათას ხუთასი ლარით და ბონუსით.
დაინტერესებულ პირებმა რეზუმე (CV) ფოტოსურათით 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე nukri.lipartashvili@verona.ge
კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას
გისურვებთ წარმატებებს.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 599
უნიკალური ნახვები 576