04 დეკ - 25 დეკ
სტანდარტი
HR ასისტენტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@mihouse.ge
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “მიჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი, ჯუმბერ ლეჟავას 22
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:
- შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, შრომითი პირობების შეცვლის საფუძველზე ხელშეკრულების დანართების მომზადება;
- დასაქმებულთა გრაფიკების კონტროლი;
- თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობების შექმნა და პერიოდული განახლება;
- თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება და სხვადასხვა ტიპის ბრძანების/ცნობების მომზადება;
- დასაქმებულებთან კომუნიკაცია და პრობლემური საკითხების განხილვა, მოგვარება;
- უშუალო ხელმძღვანელისგან დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება.
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავსი მიმართულებით
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარ- ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ძალიან მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
- Fit-pass-ს.
მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60,000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) არაუგვიანეს 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
ადამიანური რესურსები
HR ასისტენტი
ნახვები 428
უნიკალური ნახვები 403