შემდეგი
05 დეკ - 03 იან
მოლარე-ოპერატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1200 - 1500
+ ბონუსი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: maia.doborjginidze@stream.com.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე - ოპერატორის პოზიციაზე კომპანიისთვის Boygar’s.
მაღაზია Boygar’s გაიხსნა თბილისში 2023 წელს და მასში წარმოდგენილია მსოფლიოს ძვირადღირებული ბრენდების კოლექცია.
Boygar’s (www.boygars.com) ეძებს კომუნიკაბელურ და თავაზიან კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან შეუერთდნენ ერთ-ერთი მულტიბრენდული მაღაზიის გუნდს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 15
სამუშაო განაკვეთი: სრული (ცვლებში)
ანაზღაურება: 1200 - 1500 + ბონუსი (კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად)
დამატებითი საკომპენსაციო პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, სილამაზის სალონის ვაუჩერი, სპორტ - დარბაზის აბონიმენტი.
ძირითადი მოვალეობები:
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალაროს ოპერაციების წარმოება;
- სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
- ფასდაკლებების, პროდუქციის დაბრუნებისა და გაცვლის უზრუნველყოფა;
- ფულადი ნაშთების შემოწმება/კონტროლი;
- ლოიალობის პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ბარათების შეთავაზება მომხმარებლებისათვის;
- ზოგიერთ შემთხვევაში ინვოისების მომზადება;
- მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების ფორმირება;
- გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- საოფისე პროგრამების ფლობა;
- საბაზისო მათემატიკური უნარები.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე
maia.doborjginidze@stream.com.ge არაუგვიანეს 20 ნოემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გაყიდვები
მოლარე
ნახვები 66
უნიკალური ნახვები 64