05 დეკ - 04 იან
სტანდარტი
პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- 1500
+ ბონუსი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@tekto.ge
ვაკანსია: პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
კომპანია: ტექტო ჯგუფი
ადგილმდებარეობა: ბათუმი, საქართველო
კომპანიის შესახებ:
ტექტო ჯგუფი არის ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანია საქართველოში, რომელიც სპეციალიზირებულია როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო და კომერციული ობიექტების მშენებლობაში.
ვაკანსიის აღწერა:
ტექტო ჯგუფი ეძებს კვალიფიციურ და მოტივირებულ ბ2ბ მენეჯერს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი კორპორაციულ პარტნიორებთან, კერძოდ უძრავი ქონების სააგენტოებთან, ურთიერთობების მართვასა და განვითარებაზე.
აღნიშნული პოზიციის მსურველ კანდიდატს უნდა შეეძლოს განავითაროს თანამშრომლობა და გაზარდოს გაყიდვების მაჩვენებელი.
მოვალეობები:
- ახალი პარტნიორების მოძიება და მოზიდვა. პარტნიორ უძრავი ქონების სააგენტოებთან მჭიდრო და ეფექტიანი ურთიერთობების დამყარება და მართვა, მათთან რეგულარული კომუნიკაცია
- სააგენტოებთან მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების სტრატეგიების განვითარება
- საპარტნიორო პროგრამების შემუშავებაპარტნიორების ტრენინგი და მხარდაჭერა)
- პარტნიორების საქმიანობის კოორდინაცია (პარტნიორების მხარდაჭერა გაყიდვების პროცესში,ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, პარტნიორობის ეფექტიანობის შეფასება)
- პრეზენტაციების გაცნობა სააგენტოებისთვის და მათ მიერ მოწოდებული მომხმარებლებისთვის
- ახალი კომერციული და საცხოვრებელი პროექტების წარდგენა და ხელშეკრულებების გაფორმება
პოტენციური კლიენტების მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება
პარტნიორებისთვის ახალი ინფორმაციის გაზიარება
- რეპორტინგი და ანალიტიკა (რეგულარული ანგარიშების მომზადება, სამუშაოს ეფექტიანობის ანალიზი,გაუმჯობესების წინადადებების შემუშავება)
მოთხოვნები:
• მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში ან სამშენებლო სფეროს გაყიდვებში;
• ძლიერი კომუნიკაციის და მოლაპარაკებების უნარები;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა;
• ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
ბენეფიტები:
• კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და ბონუს სისტემა
• ჯანმრთელობის დაზღვევა
• პროფესიული განვითარების და ტრენინგების შესაძლებლობა
• მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@tekto.ge
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 305
უნიკალური ნახვები 293