05 დეკ - 04 იან
ვიპ
იურისტი
თბილისი, ფონიჭალა
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@autotechno.ge
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები, ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები, ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, კომპანია ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებაზე ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე, "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს იურისტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქვ. ფონიჭალა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 1500 (NET) + კვარტალური ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერულ წინსვლას;
- გრძელვადიან თანამშრომლობას;
- კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
- კომპანია ფარავს, თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ის თანადაფინანსება;
- ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
- სასწავლო პროგრამებს და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
- მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
- 24 + 4 საშვებულებო დღეს;
- შვებულების გამოყენების შესაძლებლობას, თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
- კომპანიაში არსებული პროცესების შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავება, შემდგომში მონიტორინგი;
- სამართლებრივი დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და არქივის შექმნა;
- ახალი პროექტების შემუშავების პროცესებში მონაწილეობა, მათ სამართლებრის უზრუნველყოფაზე ზრუნვა და შესაბამისი მოსაზრებების ჩამოყალიბება.
- კომპანიის მომწოდებლებლებთან, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება და შემდგომი გაუმჯობესებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება;
- კომპანიის ინტერესების დაცვა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე.
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power point, Outlook)
- სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
- გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „იურისტი".
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
იურიდიული
იურისტი
ნახვები 419
უნიკალური ნახვები 404