06 დეკ - 03 იან
სტანდარტი
მოლარე- კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ლიბრა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ წიგნების გაყიდვების სფეროში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერი პროგრამის კურსდამთავრებული ან სტუდენტი
  • სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
  • სასურველია სალარო აპარატის და ტერმინალის ფლობა

ძირითადი მოთხოვნები:
  • შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება
  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
  • ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით
  • პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება
  • არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
  • გაყიდვების გეგმის შესრულება.

დამატებითი მოთხოვნები:
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:
  • სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი
  • მომხმარებელთან ურთიერთობა
  • გაყიდვების ტექნიკების ფლობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • მეგობრულ ატმოსფეროს.

სამუშაო პირობები:
  • მდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი
  • სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე კვირაში, 1 დღე დასვენება.
  • შრომის ანაზღაურება: 700 ლარიდან, ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველთვიურად

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება, ერთკვირიანი სტაჟირება და საცდელი ვადა.
რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: librawignebi@gmail.com
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე
ნახვები 268
უნიკალური ნახვები 259