შემდეგი
05 დეკ - 03 იან
ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
მარნეულის მუნიციპალიტეტი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruit@gorgia.ge
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე, მარნეულში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ონლაინ რეჟიმში ჩართულ კამერებთან მუშაობა;
- თანამშრომლების მიერ შინაგანაწესისა და უსაფრთხოების სტანდარტის დაცვის კონტროლი;
- დაზიანებული/დაკარგული პროდუქციის მოძიება და ჩანაწერების გამზადება;
- თანამშრომლების მიერ დარღვეული შინაგანაწესის შემთხვევაში რეპორტის მომზადება;
- ქურდობის ფაქტების აღმოფხვრა;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება;
- Ivms, Smart PSS, Dahua პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლიანი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი);
შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI ;
მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/;
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება-(თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება. (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge )
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/
გისურვებთ წარმატებებს!
უშიშროება/დაცვა
ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
ნახვები 64
უნიკალური ნახვები 64