06 დეკ - 04 იან
კლინიკური ამბულატორიის უფროსი
თბილისი, ვაკე, ყიფშიძის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3-დან 5 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 591 08 09 14
„გლობალმედის“ საუნივერსიტეტო კლინიკა ანახლებს საქმიანობას!
აკადემიკოს ქეთევან ნემსაძის მიერ დანერგილი მკურნალობის სტანდარტები აუცილებლად უნდა გადაეცეს მომავალ თაობებს.

„გლობალმედი“ - აცხადებს ვაკანსიას კლინიკური ამბულატორიის უფროსის პოზიციაზე:
მის: თბილისი, ვაკე, ყიფშიძის 3ბ (სათაო ოფისი)

ჩვენი კლინიკა ეძებს გამოცდილი და მოტივირებული ამბულატორიის უფროსს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამბულატორიული მომსახურების ორგანიზებას, მართვას და ხარისხის კონტროლს. ამ პოზიციაზე დასაქმებული პირი უზრუნველყოფს პაციენტებთან კომუნიკაციას, კლინიკურ პროცესებს და გუნდური მუშაობის კოორდინაციას. თუ თქვენ გაქვთ გამორჩეული ორგანიზაციული და ლიდერული უნარები, აქ არის თქვენი შესაძლებლობა!

ძირითადი მოვალეობები:
  • ამბულატორიული სამსახურის ყოველდღიური ფუნქციონირების მართვა;
  • პაციენტების მიღების, კონსულტაციის და მკურნალობის პროცესის ორგანიზება;
  • კლინიკური და ადმინისტრაციული გუნდის მართვა და კოორდინაცია;
  • ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა, ოპტიმალური პაციენტთა მომსახურება;
  • ახალი მომსახურებების დანერგვა და პროცესების გაუმჯობესება;
  • პაციენტებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დაკმაყოფილება და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება;
  • ამბულატორიის რესურსების მართვა, საწყობისა და ინვენტარის კონტროლი;
  • განყოფილების ბიუჯეტის დაგეგმვა, ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • ამბულატორიული სექტორში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3-5 წელი, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ძლიერი ლიდერული თვისებები და გუნდური მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციური უნარები და პაციენტთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • ხარისხის კონტროლის და სტანდარტების ცოდნა;

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@globalmed.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომერზე: +995 591 08 09 14
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 45
უნიკალური ნახვები 40