შემდეგი
06 დეკ - 04 იან
ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელი
თბილისი, ვაკე, ყიფშიძის ქ.
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@globalmed.ge
„გლობალმედის“ საუნივერსიტეტო კლინიკა ანახლებს საქმიანობას!
აკადემიკოს ქეთევან ნემსაძის მიერ დანერგილი მკურნალობის სტანდარტები აუცილებლად უნდა გადაეცეს მომავალ თაობებს.
„გლობალმედი“ - აცხადებს ვაკანსიას ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე:
მის: თბილისი, ვაკე, ყიფშიძის 3ბ (სათაო ოფისი)
ჩვენი კლინიკა ეძებს გამოცდილი, ენერგიული და პასუხისმგებლობის მქონე ემერჯენსის განყოფილების უფროსს, რომელიც განაგებს განყოფილების ყოველდღიურ მუშაობას და უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მაღალ სტანდარტებში მიწოდებას. ამ პოზიციაზე დასაქმებული პირი პასუხისმგებელი იქნება გუნდის კოორდინაციაზე, პაციენტთა სწრაფი და ეფექტური მკურნალობის ორგანიზებაზე და განყოფილების ოპტიმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო პროცესის მართვაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ემერჯენსის განყოფილების ყოველდღიური მუშაობის მართვა და ზედამხედველობა;
- გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტების სწრაფი და ეფექტური მიღება, დამუშავება და მკურნალობა;
- პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის და მკურნალობის პროცესის მუდმივი მონიტორინგი;
- განყოფილების რესურსების, აღჭურვილობის და ინვენტარის მართვა;
- ახალი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა;
- ემერჯენსის განყოფილების ბიუჯეტის მართვა, ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებების მომზადება;
- კრიტიკული და სტრესული სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება;
- პაციენტებთან კომუნიკაცია და მათთვის კონსულტაციების მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
- გადაუდებელი დახმარების სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კრიტიკული და გადაუდებელი სიტუაციებისთვის ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- სწრაფი რეაგირების და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@globalmed.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომერზე: +995 591 08 09 14
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 26
უნიკალური ნახვები 26