შემდეგი
09 დეკ - 07 იან
მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@palitra.ge
“პალიტრა ჰოლდინგი“-ს წევრი კომპანია „ედლაინი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე - http://adline.ge/?lang=ka-GE
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კორპორატიული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
- კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების განვითარება და აღსრულება;
- კრეატიული პროექტების ხელმძღვანელობა, მათ შორის სარეკლამო კონცეფციების, სლოგანების და ვიზუალური მასალების შექმნა;
- მედია პარტნიორებთან ურთიერთობის კოორდინაცია და მედია გეგმის შემუშავება;
- მულტიფუნქციური გუნდის (დიზაინერი, ვიდეო გრაფიკოსი) მართვა და პროექტების კოორდინაცია;
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და მონიტორინგი;
- კორპორატიული და საჯარო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
- პრეზენტაციების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- გუნდური;
- კრეატიული;
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30 სთ;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 იანვარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
ნახვები 77
უნიკალური ნახვები 77