დღეს - 30 დეკ
სტანდარტი
დისპეჩერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 0-დან 1 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@midea.ge
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „დისპეჩერს“ პოზიციაზე ქინძმარაულის # 15-ში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მყიდველის შეკვეთების სორტირება მიწოდების ვადების შესაბამისად;
- საქონლის მიწოდებამდე 1 დღით ადრე მომხმარებლებთან ზარების განხორციელება: მიწოდების დროის და სხვა პირობების შეთანხმება;
- შეკვეთების დარბაზში განთავსება, მისამართების დარბაზის საწყობზე გადმოტანა მიწოდების წინა დღეს;უნდა
- მიწოდების დღეს მისამართების დახარისხება და მანქანებზე / მძღოლებზე ოპტიმალურად გადანაწილება;
- ავტომაქანების მორიგეობის დაგეგმვა, კონტროლი; შვებულებებთან დაკავშირებით მენეჯერისთვის რეკომენდაციის გაცემა;
- მძღოლების და დამხმარეების ურთეირთ-ჩანაცვლების კონტროლი, შესაბამისი რეესტრის წარმოება, ბუღალტერიასა და ეიჩარ დეპარტამენტისთვის ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტინგი;
- საწყობის ნაშთების კონტროლი;
- მენეჯერის/მენეჯერის ასისტენტის მიერ დელეგირებული სხვა ვალდებულებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ;
- სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
- საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა სასურველია (1c)
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- სისხარტე;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი
- დღეში ერთჯერადი კვების საფასური 7 ლარის ოდენობით.
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე.
- შაბათი მოკლე სამუშაო დღე 10-დან 15 საათამდე.
- ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ასეთის არსებობის შემთხვევაში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@midea.ge 2024 წლის 30 დეკემბრამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
გასაუბრება;
შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ემტექნიკსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ემტექნიკსის"-ს მიერ სხვა, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
დისტანციური მართვის ოპერატორი (დისპეჩერი)
ნახვები 335
უნიკალური ნახვები 323