09 დეკ - 07 იან
სტანდარტი
ანაზღაურებადი სტაჟირება ელექტრო გუნდში
კასპის მუნიციპალიტეტი, კასპი
- სტაჟირება
- 1000
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@cement.ge
ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კასპის ცემენტის ქარხნის ელექტრო გუნდში.
ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2
გრაფიკი: კვირაში 5 დღე 08:00 – 17:00 სთ (შაბათი და კვირა დასვენება)
ანაზღაურება: 1000 (gross)
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
- სარემონტო სამუშაოების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
- უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
- ამ სფეროში განვითარების სურვილი;
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით;
- განვითარებისა და ცოდნის მიღების შესაძლებლობებს, მათ შორის თეორიულ კურსს;
- კორპორატიულ დაზღვევას საუკეთესო პირობებით, კვების ანაზღაურებას;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა). გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი ელექტროშემკეთებელი (კასპი)
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
ინჟინერია
ელექტროინჟინერია
ნახვები 87
უნიკალური ნახვები 86