09 დეკ - 07 იან
სტანდარტი
ანაზღაურებადი სტაჟირება / გრეიფერული ხიდური ამწის ოპერატორი
რუსთავი
- სრული განაკვეთი
- საშუალო განათლება
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@cement.ge
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას რუსთავის ცემენტის ქარხანაში გრეიფერული ხიდური ამწის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: რუსთავი, მშენებელთა ქუჩა 70.
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- ამწის ექსპლუატაცია უსაფრთხეობის წესების და ამწის ტექნიკური რეგლამანტის მიხედვით;
- ცვლის მიღება-ჩაბარება რეგლამენტის თანახმად, ამწის შემოწმება და ამის საფუძველზე ამწის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება;
- ვაგონებით და ავტო ტრანპორტით შემოსული ნედლეული მასალების დაცლა, დასაწყობება შესაბამისი ადგილმდებარეობის მიხედვით;
- წარმოებაში დადგენილი ქიმიურ-ტექნოლოგიური პარამეტრების დაცვა ლაბორატორიასთან კომუნიკაცია;
- ვაგონების და ავტო ტრანსპორტის დატვირთვა კლინკერით და სხვადასხვა ნედლეულით;
- ნედლეულის საშრობ-საფქვავი წისქვილის ბუნკერების შესაბამისი მასალებით უზრუნველყოფა;
- გრეიფერული ამწის მექანიკური და ელექტრო მოწყობილობების ვიზუალური დათვალიერება, პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში წარმოების სუპერვაიზერისთვის შეტყობინება და ცვლის გადაბარების ჟურნალში დაფიქსირება;
- გრეიფერული ხიდურა ამწის სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება, ასევე ამწის გამართული მუშაობისთვის საჭირო მცირე საზეინკლო სამუშაოების შესრულება;
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- საშუალო ან პროფესიული განათლება;
- ნედლეული მასალების ფიზიკური სპეციფიკაციის ცოდნა;
- სამართავი აგრეგატების პარამეტრების ცოდნა;
- გრეიფერული ამწის მოწყობილობა-დანადგარების მუშაობის პრინციპის ცოდნა;
- სიახლეებთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
არსებული ბენეფიტები და შესაძლებლობები:
- ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
- კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
- უფასო ტრანსპორტირებას სამსახურამდე, რუსთავის მასშტაბით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟირება - გრეიფერული ხიდური ამწის ოპერატორი (რუსთავი)
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში
სამშენებლო, უძრავი ქონება
მძიმე ტექნიკით ოპერირება
ნახვები 94
უნიკალური ნახვები 91