დღეს - 07 იან
სტანდარტი
მცხობელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 800 - 1200
+ ბონუსი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: cinnabongeorgia@gmail.com
სინაბონი არის საერთაშორისო ქსელის კაფე-საცხობი, რომელიც დღესდღეობით წარმოდგენილია 45 ქვეყანაში 1500-ზე მეტი ფილიალით, მისი ძირითადი პროდუქტი არის დარიჩინის როლი, რომელიც მზადდება ნაზი ცომის, ლეგენდარული მაკარა-დარიჩინის, საფირმო ნაღებისა და კრემ-ყველის კომბინაციით.
ერთერთი გავლენიანი პროფესიონალური გამოცემის თანახმად “Cinnanbon”-მა ადგილი დაიმკვიდრა სიაში : “50 მთავარი ცხოვრებისეული სიამოვნება”.
ახლა კი უკვე საქართველოში
თუ გაქვს სურვილი, გახდე მეგობრული გუნდის წევრი, ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
სინაბონი აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე
გამოცდილება სავლდებულო არ არის, ადგილზე მოხდება დატრენინგება დაინტერესბის შემთხვევაში
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქტების მომზადება კომპანიაში განსაზღვრული შიდა სტანდარტის მიხედვით.
- ცხობის სრული პროცესის მართვა;
- ინგრედიენტების ხარჯვისა და მარაგების კონტროლი;
- ინვენტარის უსაფრთხო გამოყენება, მოვლა და შენახვა;
- პროდუქციის დროული მოხვედრა დახლზე და ვადაგასული პროდუქციის დროულად მოხსნა დახლიდან
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
ინფორმაციისთვის : ცომი და ყველანაირი შიგთავსი გამზადებული მიდის მცხობელთან, მან მხოლოდ უნდა აახვიოს, გამოაცხოს ყველანაირი სტანდარტის და ციკლის დაცვით
მოთხოვნა:
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- გუნდური მუშაობა;
- ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
გრაფიკი: 15:00-21:00, კვირაში ორი დღე დასვენება
ანაზღაურება : 800-1200 ლარი + ბონუსი
გახდი ჩვენი გუნდის წევრი
გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: cinnabongeorgia@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება “მცხობელი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მცხობელი
ნახვები 213
უნიკალური ნახვები 197