შემდეგი
10 დეკ - 08 იან
ადმინისტრატორი
ბათუმი, ძველი ბათუმის უბანი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
- ინგლისური,რუსული,თურქული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: boutiquehotel32@gmail.com
მისამართი:
სასტუმრო „ბუტიკ 32“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში
ძირითადი მოვალეობები:
- თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება- ნომრების, ტარიფების და სასტუროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
- სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- სტუმრების ტრანსფერისა და ავტომობილით სხვა მომსახურების მოთხოვნების უზრუნველყოფა;
- სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა);
- სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების თანამშრომლისთვის ინფორმაციის გადაცემა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
- ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართული საუბარის(სასრველია თურქული ენის ცოდნაც);
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
- თავაზიანობა;
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: boutiquehotel32@gmail.com .
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სასტუმრო „ბუტიკ 32“ გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)
ნახვები 120
უნიკალური ნახვები 119