10 დეკ - 08 იან
ვიპ
საიტ ინჟინერი / წყლის სისტემების მიმართულება
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@baumer.ge
კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
საინჟინრო სისტემების პროექტირება.
საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საიტ ინჟინერის - (წყლის სისტემების მიმართულებით) პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
- შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციების, ტექნიკური სპეციფიკაციებისა და მოთხოვნების მიხედვით საინსტალაციო სამონტაჟო სამუშაოების ხელმძღვანელობა.
- შეთანხმებული კალენდარული გეგმა გრაფიკის მიხედვით სამშენებლო, სამონტაჟო, საინსტალაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა.
- საინსტალაციო ჯგუფების/ბრიგადების მობილიზება, ობიექტზე ხელმძღვანელობა და პროექტში ჩართულ სხვა მხარეებთან კოორდინაცია.
- საინსტალაციო ჯგუფების საინჟინრო-ტექნიკური კოორდინაცია სამუშაოების აღსრულების პროცესში.
- საპროექტო, ხარისხის გეგმის და უსაფრთხოების გეგმის მოთხოვნების უზრუნველყოფა სამუშაოების აღსრულების პროცესში.
- სამონტაჟო, საინსტალაციო და სამშენებლო მასალების, რესურსების, მატერიალურ ტექნიკური საშუალებების ორგანიზება და მენეჯმენტი.
- მიმართულების ხელმძღვანელის პირდაპირი დავალებების და მითითებების აღსრულება.
- საპროექტო დოკუმენტაციის და ტექნიკური სპეციფიკაციების შესწავლა და ანალიზი.
- საინსტალაციო სამუშაო მოცულობის და ადამიანური რესურსების განსაზღვრა/ორგანიზება.
- პროექტის წინაშე პოტენციური რისკების წინასწარ იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული გეგმის აღსრულება.
- პირადი დაქვემდებარებული პერსონალის აღრიცხვა და კონტროლი.
- პროექტის აღსრულების პროცესში ფაქტობრივი შესრულების რაოდენობრივი აღრიცხვის კონტროლი.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (საინჟინრო, წყლის სისტემების მიმართულებით)
- მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
სამშენებლო, უძრავი ქონება
მშენებლობა(ზოგადი)
ნახვები 102
უნიკალური ნახვები 99