დღეს - 08 იან
სტარტი
საწყობის უმცროსი სპეციალისტი
თბილისი
PayBox
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@oppa.ge
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
PayBox აცხადებს ვაკანსიას საწყობის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
რისი გაკეთება მოგიწევს:
- საწყობებში მიმდინარე პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
- ინვენტარიზაციის პროცესების მართვა, უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
- მიმართულებების შესაბამისი რეპორტინგის წარმოება;
- კომპანიის სხვა დაკავშირებულ პროექტებში ჩართულობა.
მნიშვნელოვანია:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შედეგზე ორიენტაცია;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
- მოქნილობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ორგანიზებულობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და
აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 128
უნიკალური ნახვები 128