შემდეგი
10 დეკ - 08 იან
Horeca სავაჭრო წარმომადგენელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@bakhmaro.ge
სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას Horeca სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობაზე.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, ჯეო-ნატურა, რაუხი) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- არსებულ და პოტენციურ Horeca კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება;
- თითოეული ბრენდისათვის გაცნობითი პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა;
- Horeca ობიექტებისაგან შეკვეთების აღება და მათი სისტემაში ასახვა;
- Horeca ობიექტებში ვიზიტების განხორციელება მარაგების, ვადების, ფასდებულებისა და პლანოგრამის კონტროლის მიზნით;
- Horeca კლიენტებისთვის საქონლის მიწოდების პროცესის მონიტორინგი, სასაქონლო წყვეტის პრევენციის ან/და აღმოფხვრის მიზნით;
- გაყიდვიდან მიღებული თანხისა ჩაბარება და კომპანიის ანგარიშზე შეტანა;
- დავალიანებების კონტროლი და მათი შემცირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ავტომობილის მართვის მოწმობა (B კატეგორია)
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზერუსული ენის ცოდნა B2 დონეზე (სასურველია)
- MS office
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
- მოლაპარაკების უნარი
- პრობლემის შეფასებისა და გადაჭრის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
სხვა მოთხოვნები:
საკუთარი ავტომობილი
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: HR@bakhmaro.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გაყიდვები
სავაჭრო წარმომადგენელი
ნახვები 16
უნიკალური ნახვები 15