შემდეგი
10 დეკ - 08 იან
საწყობის სუპერვაიზერი
ქუთაისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@engadi.ge
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.
ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის სუპერვაიზერის თანამდებობაზე ქუთაისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული პროდუქციის მიღების, აღრიცხვის და დასაწყობების უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა და დავალებების დელეგირება;
- შეკვეთის შესაბამისად, საწყობში არსებული საქონლის სადისტრიბუციოდ მომზადების უზრუნველყოფა;
- სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის ჯამური რაოდენობების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესწორების შეტანა;
- საწყობში ფიზიკურად არსებული საქონლის ყოველდღიური კონტროლი და ინვენტარიზაცია; გადახრების შემთვევაში მიზეზის ძიება და ნაშთის გასწორება.
- საწყობის ინფრასტრუქტურის გამართულობის კონტროლი; შეფერხების არსებობისას პრობლემის აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
- მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის კონტროლი და დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებული საჭირო ინსტრუქციების მიწოდება;
- სარეკლამო-მარკეტინგული მასალების მიღება, დასაწყობება, გაცემა შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე;
- საქონლის უკან დაბრუნების პროცესიის კოორდინირება
- სასაქონლო მარაგების შევსების მიზნით შეკვეთების მომზადება და გაგზავნა მომწოდებლისთვის;
- დაქვემდებარებული პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მონიტორინგი
- თანამშრომლებისთვის სამუშაო განრიგის შედგენა;
- თანამშრომლებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების წარმოება;
- ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაოს სპეციფიკის, პროცედურებისა და წესების გაცნობა;
- უშუალო უფროსის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
- 1C ERP-UP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
- MS Office
უნარები/პიროვნული კომპეტენციები
- ორგანიზებულობა, დროის მართვის და დაგეგმვის უნარი
- დროის მართვის და დაგეგმვის უნარი
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
- გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
- აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული; დეტალებზე ორიენტირებულობა
სხვა მითითებები
ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ. ფოსტაზე: hr@engadi.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 91
უნიკალური ნახვები 86