10 დეკ - 08 იან
მიმტანი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი „ რომელიც 2024 წლის გაზაფხულს გაიხსნა, აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მიმტანის პოზიციაზე:

სამუშაო გრაფიკი : 8 საათიანი ცვლები (კვირაში 2 დღე დასვენება);
ლოკაცია : ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13ბ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • რესტორნის სივრცის მომზადება სტუმრების მოსვლამდე;
  • მენიუს და სხვა სასტუმროს ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა;
  • სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის ცოდნა და საჭიროებისამებრ სტუმრისთვის ახსნა;
  • შეკვეთის სწორი აღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
  • სტუმრებთან და კოლეგებთან დადებითი და ეფექტური კომუნიკაცია;
  • სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პოზიტიურობა, ენერგიულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი
ნახვები 41
უნიკალური ნახვები 39