10 დეკ - 24 დეკ
ინგლისური ენის მასწავლებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„ნიუტონის თავისუფალი სკოლა‘’ აცხადებს კონკურსს ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე
თუ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, ეცნობით და იყენებთ სწავლების ახალ მეთოდებს, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.
ნიუტონის თავისუფალი სკოლა ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს ინგლისური ენის მასწავლებელს.

კვალიფიკაცია:
  • შესაბამისი უმაღლესი განათლება
  • მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
  • კრეატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. მესამე ეტაპზე კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 24 დეკემბერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მეცნიერება/განათლება
უცხო ენების სპეციალისტი
ნახვები 50
უნიკალური ნახვები 48