10 დეკ - 08 იან
სტანდარტი
ბაზის სუპერვაიზერი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@connect.com.ge
ნავთობკომპანია „ქონექთი“ 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 120-მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და აერთიანებს 800-ზე მეტ თანამშრომელს.
“ქონექთი“ აცხადებს ვაკანსიას ბაზის სუპერვაიზერის პოზიციაზე ქ. გარდაბანში.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი;
გრაფიკი : კვირაში 40 სთ;
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბაზაში არსებულ პროცესებში ჩართულობა ბაზის ხელმღვანელთან ერთად - ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვა, შენახვა, განაწილება და ტრანსპორტირება;
- ბაზაში მიმდინარე ყოველდღიური საოპერაციო პროცესების და გუნდის ზედამხედველობა;
- ბაზის ხელმძღვანელის მხარდაჭერა ტვირთის დროული მიწოდების პროცესებში;
- ბაზის ხელმძღვანელის მხარდაჭერა ბაზაში არსებული აღჭურვილობის/ინფრასტრუქტურის ტექნიკურად გამართულობის უზრუნველსაყოფად;
- უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოდაცვითი (HSE) ინსტრუქციების დაცვა და აღნიშნული წესების დაცვის უზრუნველყოფა გუნდის წევრების მხრიდან;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა საჭირო დავალებების შესრულება;
- პერიოდული რეპორტინგი ბაზის ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობისა და გუნდის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია გამოცდილება ბაზის/ტერმინალის მართვის, საწყობის მართვისა ან/და ლოჯისტიკის მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება ნავთობის ინდუსტრიაში გამოცდილებას);
- HSE სტანდარტების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2025 წლის 9 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
წარმატებებს გისურვებთ!
გაყიდვები
სუპერვაიზერი
ნახვები 82
უნიკალური ნახვები 78