19 დეკ - 09 იან
სტარტი
სამზარეულოს დიასახლისი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@macshaurma.ge
ტელეფონი: +995598247777
“მაკშაურმა” 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს სწრაფი კვების რესტორნების ქსელს და წარმოებას, რომელიც ობიექტებს ეკოლოგიურად სუფთა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტით ამარაგებს.
“მაკშაურმა” აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დიასახლისის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- სასურველია, მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
პიროვნული უნარები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამზარეულოს დალაგება და სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა;
- სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- ჭურჭლის რეცხვა და შესაბამის ადგილას დალაგება;
- სამზარეულოს ინვენტარის დასუფთავება;
- საჭიროების შემთხვევაში, სამზარეულოს პერსონალის ზოგადი დახმარება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
- სამუშაო დრო და გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა, არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას. ღამის ცვლის დასრულების შემდეგ, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის უსაფრთხო ტრანსპორტირებას კორპორატიული ტაქსით.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას ;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@macshaurma.ge
სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ნახვები 56
უნიკალური ნახვები 54