10 დეკ - 08 იან
წარმოების მენეჯერი
თბილისი, ფონიჭალა
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 2000
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა;
  • ანაზღაურება: 1500-დან - 2000 ლარამდე (ანაზღაურებადი სტაჟირების შემდეგ), კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან წარმოების მენეჯმენტის მიმართულებით;
  • სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე;
  • გუნდის მართვის უნარი.

ფუნქცია/მოვალეობები:
  • წარმოების აღრიცხვა (ტექნიკური და ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით);
  • მიღებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • ხელმძღვანელის სხვადასხვა(პოზიციასთან დაკავშირებული) დავალებების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად, საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმოება/ოპერაციები
წარმოების/ქარხნის მართვა
ნახვები 87
უნიკალური ნახვები 78