10 დეკ - 08 იან
სტანდარტი
ანალიზური განვითარების ლაბორატორიის ანალიტიკოსი
თბილისი, ფონიჭალა
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@gmpgeo.com
GM Pharmaceuticals წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
GM Pharmaceuticals -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.
GM Pharmaceuticals აცხადებს ვაკანსიას ანალიზური განვითარების ლაბორატორიის ანალიტიკოსის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, ცვლიანი განრიგი (6 საათიანი სამუშაო დღე)
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
ძირითადი მოვალეობები:
- მონაწილეობა ანალიზური მეთოდის დამუშავებასა და არსებული მეთოდების ოპტიმიზაციაში;
- სტაბილურობის კვლევების წარმოება;
- მონაწილეობა ვალიდაციის მეთოდების შემუშავებასა და მიმდინარეობაში;
- მონაწილეობა ახალი მეთოდების შესწავლასა და დანერგვაში;
- მონაწილეობა ხარისხის მართვის სისტემის პროცესებში კომპეტენციის ფარგლებში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ქიმიის ან ფარმაციის მიმართულებით;
- ანალიზური, ორგანული და ფარმაცევტული ქიმიის (ფარმაცევტებისთვის) სიღრმისეული ცოდნა;
- ანალიზურ ინსტრუმენტებთან (GC; HPLC; UV დაა.შ) მუშაობის გამოცდილება;
- ანალიზური ხელსაწყოების მუშაობის პრინციპისა და საფუძვლების ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტკური აზროვნების უნარი;
- დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 10 იანვრისა გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
სამედიცინო
ლაბორატორია/პათოლოგია
ნახვები 91
უნიკალური ნახვები 90