10 დეკ - 08 იან
სტანდარტი
გაყიდვების ანალიტიკოსი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@gmpgeo.com
GM Pharma წარმოადგენს 24 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
GM Pharma-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.
GM Pharma აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 – 18:00
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და ყოველწლიური გაყიდვების მონაცემების მონიტორინგი და ანგარიშების წარდგენა მენჯმენტთან (პირველადი და მეორეული გაყიდვები);
- შიდა და გარე წყაროებიდან მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ზუსტი ანგარიშების მომზადება;
- გაყიდვების ტენდენციების პროგნოზირებისა და განსაზღვრისთვის, მონაცემთა შეგროვება/ანალიზი საშუალო და გრძელვადიან პერიოდში;
- პროდუქტიულობის ტენდენციების განსაზღვრისათვის, გასული პერიოდის გაყიდვების მონაცემების გადახედვა/ანალიზი;
- კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი;
- მენეჯმენტის გუნდთან რეგულარული კომუნიკაცია და თანამედროვე ტენდენციებისა და რეკომენდაციების გაზიარება;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და პრევენციის მიზნით, მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
განათლება და კვალიფიკაცია:
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
- ტექსტური რედაქტორების, Excel-ის, მონაცემთა ბაზების და საპრეზენტაციო პროგრამების კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა; რუსულის ცოდნა სასურველია
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პრობლემების გადაჭრისა და ანალიზის უნარები
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები
- ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება
- შრომისმოყვარეობა და ინიციატივის გამოჩენის სურვილი
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
- დროის მართვის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 10 იანვრამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გაყიდვები
გაყიდვების ანალიტიკოსი
ნახვები 154
უნიკალური ნახვები 149