- მოქნილი გრაფიკი
- 800
- საშუალო განათლება
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- რუსული
ახალგაზრდა და დინამიური კომპანია შპს “ტრიტონ”-ი დაარსდა 2015 წელს საქართველოში და არის ცნობილი ევროპული და ამერიკული ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიაში, როგორიცაა: Fiskars, Gerber Gear, Morakniv, VARTA, Kershaw, SOG, Zero Tolerance, CRKT, Nitecore, Schneider Electric, Vilma, Simon, Russel Hobbs და სხვ. (იხ. www.triton.ge). შპს “ტრიტონ”-ი წლების განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოს უდიდეს ჰიპერმარკეტებთან და უზრუნველყოფს საქართველოს ბაზრის მუდმივ განვითარებას. ასევე, ანხორციელებს მეზობელი ქვეყნების მაღაზიათა ქსელების პროდუქციით მომარაგებას.
შპს “ტრიტონ”-ი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწეს პოზიციაზე (მის. გ.ჭყონდიდელის ქ. 26).
- ჯანსაღი და მოწესრიგებული სამუშაო გარემო;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- მზარდი ბიზნესი;
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
- კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.
სამუშაოს აღწერა:
- თქვენ იქნებით ჩვენი ბუღალტერის დამხმარე / პროგრამა FINA-ს ოპერატორი.
ფუნქციები და მოვალეობები:
- სამუშაო დროს იმყოფებით ჩვენს ოფისში, სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში;
- თქვენს მოვალეობაში იქნება ძირითადი სადისტრიბუციო ოპერაციების შესრულება პროგრამა FINA-ში;
- ჩვენი ბუღალტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ანხორციელებთ საქონლის მიღებას, აღრიცხვას, დასახელებებისა და კოდების მინიჭებას და ა.შ.;
- შემდგომ ანხორციელებთ ჩვენი გაყიდვების მენეჯერისგან მიღებული შეკვეთების მომზადებას და მათი რეალიზაციას;
- ასევე, თქვენს მოვალეობაში შედის ჩვენი საწყობის ნაშთების კონტროლი და თვეში ერთხელ ფინანსური ანგარიშის ჩაბარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Ecxel, Word);
- აუცილებელია რუსული ენის ცოდნა, რათა გქონდეთ დირექტორთან თავისუფალი კომუნიკაციის საშუალება (დირექტორი არის უკრაინელი);
- სასუველია ბუღალტრული პროგრამა FINA-ში სამუშაო გამოცდილება;
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშაო განრიგი და ხელფასი:
- 10:00-18:00 (1 სთ შესვენება);
- 5 დღე კვირაში (ორშ-პარ), სტუდენტებისთვის შესაძლებელია გარკვეულ დღეებში სამსახურისგან განთავისუფლება;
- 800 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მითითებულ მისამართზე: info@knifeandtools.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 645 177
გისურვებთ წარმატებებს!