11 დეკ - 09 იან
სტანდარტი
ფიტნეს დარბაზის გენერალური მენეჯერი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Hr@likehouse.ge
ბათუმში ოპერირებას იწყებს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიტნეს სივრცე. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, მოიცავს საუნას, მასაჟის სივრცეს, ბარს. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებითა და პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებით.
ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.
კომპანია „ელემენტ ფიტნესი“ აცხადებს ვაკანსიას ფიტნეს დარბაზის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.
ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.
ძირითადი მოვალეობები :
- ფიტნეს დარბაზის შინაგანაწესისა და პოლიტიკის განსაზღვრა;
- სამუშაო პოზიციების ჩამოყალიბება, პერსონალის დაქირავება, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
- დარბაზში მიმდინარე ყოველდღიური პროცესების მონიტორინგი და მართვა;
- კომპანიის ფინანსური რესურსისა და ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
- მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და მისი მუდმივი გაუმჯობესება;
- სერვისის ხარისხის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა, სხვადასხვა არხების შექმნა-შეთავაზება, სისწრაფისა და მოქნილობის უზრუნველყოფა სერვისში;
- სავარჯიშო პროგრამების განსაზღვრა და მონიტორინგი;
- მომხმარებლისთვის სხვადასხვა ღონისძიებების/შეთავაზებების ორგანიზება;
- კომპანიის პარტნიორებთან მოლაპარაკებების და ეფექტური სამუშაო პროცესების გამართვა;
- სპორტული ინვენტარის აღწერა და გამართულობის მონიტორინგი;
- ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემთა დაცვის მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე : Hr@likehouse.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „გენერალური მენეჯერი - ელემენტ ფიტნესი “.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
TOP მენეჯმენტი
ფილიალების მართვა
ნახვები 309
უნიკალური ნახვები 298