20 დეკ - 10 იან
ვიპ
საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება; სასურველია მარკეტინგის, ბრენდინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით.
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
  • რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა.
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. სასურველია ალკოჰოლურ სეგმენტში.

ფუნქციონალი:
  • საერთაშორისო გაყიდვებთან დაკავშირებული ყველა სამუშაო პროცესის, სხვადასხვა პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვა, დელეგირება, განხორციელება და კონტროლი.
  • კომპანიის საერთაშორისო გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი გეგმებისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და მისი კონტროლი.
  • კომპანიის პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა.
  • საერთაშორისო ბაზრებზე ახალი კლიენტების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმართვა, კომპანიის პროდუქციის წარდგენა, გაცნობა, პრეზენტაციის ჩატარება და პარტნიორული ურთერთობების ჩამოყალიბება.
  • არსებულ პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია, პროცესების კოორდინირება და კონტროლი.
  • არსებული და ახალი კლიენტების გაყიდვებთან დაკავშირებული ხარჯების კონტროლი.
  • ახალი პროდუქციის შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება და რჩევების გაზიარება.
  • პროდუქციის გაყიდვებისა და უცხოური ბაზრის მიმდინარე ტენდენციების მუდმივი ანალიზი.
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მართვა, დავალებების დელეგირება, მათი შეფასება, მოტივაცია და კონტროლი.
  • პერიოდულად, მოთხოვნისამებრ ხელმძღვანელობისა და ფინანსური დეპარტამენტისთვის შესაბამისი რეპორტების მომზადება და წარდგენა.
  • კომპანიის დამფუძნებელთან პერიოდული რეპორტინგი.
  • კომპანიის კონფიდენციალური პოლიტიკის მკაცრად დაცვა.
  • საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი (იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი ქართველია), ფოტოსურათიანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: georgianvacancies@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას.

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 511
უნიკალური ნახვები 486