შემდეგი
11 დეკ - 09 იან
მოლარე-კონსულტანტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 700
+ ბონუსი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: geo-import@hotmail.com
კომპანია შპს "ჯეოიმპორტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია შპს "ჯეოიმპორტი" ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შპალერების იმპორტს. კომპანიას აქვს საკუთარი მაღაზიები და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებაზე.
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი სამი თვე, შემდეგ + ბონუსი, კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი (დიდუბის მეტროს მიმდებარედ)
სამუშაო საათები: კვირაში 20 საათი, ვეცდებით გრაფიკი მოვარგოთ თქვენს თავისუფალ დროს.
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა.
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
- გუნდური მუშაობის უნარი
- მიზანსწრაფულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა.
- პროდუქციის მოწესრიგება, განლაგება, პროდუქციის განახლება და სისუფთავის უზრუნველყოფა.
- ახალი მოდელების შესწავლა და მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
- მაღაზიაში არსებული მარაგების კონტროლი.
- რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე მოტივირებული.
სხვა მოთხოვნები:
მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს თავაზიანი, ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა.
გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV, აუცილებლად ფოტოსურათით გადმოაგზავნოთ მისამართზე: geo-import@hotmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გაყიდვები
მოლარე
ნახვები 30
უნიკალური ნახვები 29