11 დეკ - 09 იან
სტარტი
ანაზღაურებადი სტაჟირება
თბილისი
  • სტაჟირება
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია ციტადელი აცხადებს მიღებას ანაზღაურებად სტაჟირებაზე
ციტადელი იწყებს ერთთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას, თემაზე: გაყიდვები, შესყიდვები და ინჟინერია.
თუ ხარ დაინტერესებული ახალი უნარების აღმოჩენით ან გსურს პროფესიული განვითარება და შემდგომ დასაქმება, კომპანია ციტადელი გთავაზობს ერთთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას.

ვისთვის არის პროექტი?
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც დაინტერესებულია გაყიდვებით, შესყიდვებითა და ინჟინერიით.

პროექტის მიზანი:
სტაჟირების მიზანია აღმოაჩინოს და დასაქმების შესაძლებლობა მისცეს შესაბამისი პოტენციალის მქონე ადამიანებს.

სწავლების ეტაპები:
  • სტაჟირება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას.
  • სტაჟირების ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება და წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან კომპანიაში.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული.

ბენეფიტები:
  • სტაჟირება არის ანაზღაურებადი;
  • სტაჟირება იძლევა დასაქმების შესაძლებლობას;
  • შეძლებთ სამშენებლო მასალების ბაზარზე არსებული ტენდენციების გაცნობას;
  • შეძლებთ ცოდნისა და გამოცდილების მიღებას სასურველი მიმართულებით.

გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, აგლაძის 32.

კომპანიის შესახებ:
კომპანია ციტადელი უკვე 13 წელია ერთგულად ემსახურება თავის მომხმარებლებს.
ციტადელი, ქართულ სამშენებლო ბაზარს, სფეროში დადგენილი და მოქმედი სტანდარტების შესაბამის სამშენებლო და სარემონტო მასალების რეალიზაციასა და იჯარას სთავაზობს.
კომპანია ახორციელებს საყალიბე სისტემების, კოშკურა ამწეების, ჰიდროსაიზოლაციო, თბო-ხმის საიზოლაციო, ლითონისა და სხვა მასალების იმპორტს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პროექტის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)
ნახვები 93
უნიკალური ნახვები 92