შემდეგი
12 დეკ - 23 დეკ
იურიდიული სამსახურის კოორდინატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1000
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@btu.edu.ge
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- იურიდიული ხასიათის დოკუმენტების შემუშავება;
- იურიდიული საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა;
- სტრუქტურულ ერთეულებში სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გაფორმებაში მონაწილეობა და გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების შემუშავება;
- პრეტენზიების განხილვა, პასუხის მომზადება, ბტუ-ს წარმომადგენლობა სასამართლოში, ბტუ-ს საქმიანობაში წარმოქმნილ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით დასკვნების მომზადება/რეკომენდაციების გაწევა;
- ბტუ-ში დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების შესწავლა, განხილვა და მიღებული გადაწყვეტილებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ხელშეკრულებების შედგენა/მომზადება, რევიზია;
- ბტუ-ს ხელმძღვანელობისათვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიულ სამართლებრივი აქტების გაცნობა და განმარტება, იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა, დოკუმენტებისა და აქტების გაფორმება და სხვ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- ანალოგიური ფუნქციების შესრულების გამოცდილება (არანაკლებ 1 წელი).
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება;
- დავალების შესრულება.
სამუშაო ადგილი და პირობები:
- სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
- სამუშაო განრიგი - შეთანხმებით
- სამუშაო დატვირთვა - არასრული
- შრომის ანაზღაურება - 1000 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გარეშე)
დოკუმენტების წარმოდგენა:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე - vacancy@btu.edu.ge;
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 23 დეკემბერი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით vacancy@btu.edu.ge
შენიშვნა:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები 20
უნიკალური ნახვები 19