დღეს - 20 დეკ
სტარტი
კონსულტანტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ბათუმი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@sskgeo.org
“RISE საქართველო: კრიზისულ სიტუაციებში უთანასწორობის შემცირება და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა (გადარჩენილები, დევნილები და მიგრანტები)
კონსულტანტი
საქართველოს სამარიტელთა კავშირი (SSK) “RISE საქართველო – კრიზისულ სიტუაციებში უთანასწორობის შემცირებისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას კვალიფიციური კონსულტანტის პოზიციაზე. პროექტს მხარს უჭერს Arbeiter-Samariter-Bund (ASB) საქართველო და აფინანსებს ავსტრიის რესპუბლიკა, რომელსაც წარმოადგენს სოციალური საკითხების, ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური მინისტრი.
ინფორმაცია საქართველოს სამარიტელთა კავშირის შესახებ
საქართველოს სამარიტელთა კავშირი (SSK) დარეგისტრირდა 2010 წელს, როგორც არაკომერციული, არარელიგიური და არაპოლიტიკური ორგანიზაცია. საქართველოს სამარიტელთა კავშირმა განახორციელა მრავალი პროექტი ბავშვების, შშმ პირების და ხანდაზმულების მხარდასაჭერად; ასევე, პირველადი დახმარებისა და კატასტროფის რისკების შემცირების (DRR) ტრენინგები. SSK არის საერთაშორისო სამარიტელთა ქსელის წევრი.
საქართველოს სამარიტელთა კავშირის ხედვა არის სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება, სადაც უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საჭიროებები თანაბრად დაკმაყოფილებულია.
ადამიანების მომზადებით და სოციალური სერვისების მიწოდებით, საქართველოს სამარიტელთა კავშირი გეგმავს გაჭირვებულთა ცხოვრების სტრუქტურულ და მდგრად გაუმჯობესებას.
პროექტის შესახებ
“RISE საქართველო – კრიზისულ სიტუაციებში უთანასწორობის შემცირება და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის პროექტის“ მიზანია დასავლეთ საქართველოში კრიზისში მყოფი ქალებისა და გოგონების გაძლიერება მიზნობრივი სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის გზით. პროექტი მოიცავს აჭარის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებს და გაგრძელდება 2026 წლის მარტის ბოლომდე. პროექტი მხარს დაუჭერს გენდერული ძალადობის (GBV) გადარჩენილებს, დევნილებს (IDPs) და მიგრანტებს.
უფლებები და მოვალეობები:
- შესაბამის თემებზე ტრენერთა ტრენინგის (TOT) გავლის შემდეგ, ბენეფიციარებისთვის გაწერილი ტრენინგ მოდულების მიხედვით ტრენინგების ჩატარება;
- პროექტის ბენეფიციარების იდენტიფიცირებასა და შერჩევაში მხარდაჭერა, თვითდახმარების ჯგუფების შექმნის ჩათვლით, და სრულყოფილი მონაცემთა ბაზის წარმოება;
- თვითდახმარების ჯგუფების შეხვედრებში მონაწილეობა და მათი ფასილიტაცია;
- ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, შეგროვება და დაარქივება;
- ბენეფიციარების ტექნიკური დახმარება და მათი შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა;
- ბენეფიციარების სამუშაოს მონიტორინგი;
- ყველა საჭირო მომსახურების, მაგალითად, 24/7 ცხელი ხაზის, სოციალური დახმარების, რეფერალების და სხვ., უზრუნველყოფა;
- პროექტის მრავალპროფილურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიების მხარდაჭერა.
- კონსულტანტი პირდაპირ ანგარიშვალდებულია გენდერის საკითხებში სპეციალისტის წინაშე.
ხელშეკრულების ვადა:
- ხელშეკრულება გაფორმდება 2026 წლის მარტის ბოლომდე, სამთვიანი საცდელი პერიოდით.
კვალიფიკაცია და გამოცდილება:
კონსულტანტს უნდა გააჩნდეს შემდეგი კვალიფიკაცია და გამოცდილება:
- იურიდიულ განათლება ან მასთან დაკავშირებულ სფეროში უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება იურიდიული მომსახურების სფეროში;
- გენდერული საკითხების, ქალთა უფლებების და შესაბამისი პოლიტიკასა და ჩარჩოების ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება;
- ანალიტიკური, საკომუნიკაციო და ანგარიშგების უნარები;
- დაინტერესებულ მხარეებთან დამოუკიდებლად და გუნდურად თანამშრომლობის უნარი;
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.
განაცხადის წარდგენის პროცესი
დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
CV, რომელიც მოიცავს შესაბამის გამოცდილებას, მიღწევებსა და კვალიფიკაციას;
სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილია მისი მიდგომა და გამოცდილების შესაბამისობა მოთხოვნებთან;
გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი 20 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე: info@sskgeo.org.
არასამთავრობო (NGO)
სხვა (NGO)
ნახვები 102
უნიკალური ნახვები 101