დღეს - 20 დეკ
სტარტი
გენდერის სპეციალისტი / პროექტის კოორდინატორი
ბათუმი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ქართული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@sskgeo.org
“RISE საქართველო: კრიზისულ სიტუაციებში უთანასწორობის შემცირება და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა (გადარჩენილები, დევნილები და მიგრანტები)
სპეციალისტი გენდერის საკითხებში
საქართველოს სამარიტელთა კავშირი (SSK) “RISE საქართველო – კრიზისულ სიტუაციებში უთანასწორობის შემცირებისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას კვალიფიციური გენდერის სპეციალისტის / პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. პროექტს მხარს უჭერს Arbeiter-Samariter-Bund (ASB) საქართველო და აფინანსებს ავსტრიის რესპუბლიკა, რომელსაც წარმოადგენს სოციალური საკითხების, ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური მინისტრი.
ინფორმაცია საქართველოს სამარიტელთა კავშირის შესახებ
საქართველოს სამარიტელთა კავშირი (SSK) დარეგისტრირდა 2010 წელს, როგორც არაკომერციული, არარელიგიური და არაპოლიტიკური ორგანიზაცია. საქართველოს სამარიტელთა კავშირმა განახორციელა მრავალი პროექტი ბავშვების, შშმ პირების და ხანდაზმულების მხარდასაჭერად; ასევე, პირველადი დახმარებისა და კატასტროფის რისკების შემცირების (DRR) ტრენინგები. SSK არის საერთაშორისო სამარიტელთა ქსელის წევრი.
საქართველოს სამარიტელთა კავშირის ხედვა არის სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება, სადაც უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საჭიროებები თანაბრად დაკმაყოფილებულია.
ადამიანების მომზადებით და სოციალური სერვისების მიწოდებით, საქართველოს სამარიტელთა კავშირი გეგმავს გაჭირვებულთა ცხოვრების სტრუქტურულ და მდგრად გაუმჯობესებას.
პროექტის შესახებ
“RISE საქართველო – კრიზისულ სიტუაციებში უთანასწორობის შემცირება და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის პროექტის“ მიზანია დასავლეთ საქართველოში კრიზისში მყოფი ქალებისა და გოგონების გაძლიერება მიზნობრივი სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის გზით. პროექტი მოიცავს აჭარის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებს და გაგრძელდება 2026 წლის მარტის ბოლომდე. პროექტი მხარს დაუჭერს გენდერული ძალადობის (GBV) გადარჩენილებს, დევნილებს (IDPs) და მიგრანტებს.
უფლებები და მოვალეობები:
- გენდერთან დაკავშირებული საკითხების სამაგიდე კვლევა და ანალიზი, მიზნობრივ რეგიონებში პროექტის ბენეფიციარებისთვის აქტუალური საკითხების იდენტიფიცირებისთვის;
- ძირითადი მიგნებების გათვალისწინებით, ინსტრუქციების, სასწავლო მოდულებისა და პროექტის სხვა შესაბამისი დოკუმენტების ადაპტირება;
- ბენეფიციარების იდენტიფიცირებისა და შერჩევის პროცესის ხელშეწყობა, თვითდახმარების ჯგუფების შექმნა და ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზის შექმნა;
- ტექნიკური დახმარების გაწევა და ბენეფიციარების და სხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა;
- ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერის სერვისების განვითარება, დევნილების (IDPs), გენდერული ძალადობის გადარჩენილების (GBV) და მიგრანტების საჭიროებების გათვალისწინებით;
- პროექტის აქტივობების კოორდინაცია და განხორციელება პროექტის მულტიდისციპლინურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით;
- საზოგადოების ინფორმირების კამპანიის მხარდაჭერა;
- მოქნილი სამუშაო გრაფიკით და არასამუშაო საათებში (შაბათ-კვირა, საღამოები) მუშაობის უნარი;
ეს არ არის საოფისე სამუშაო; აუცილებელია ბენეფიციარებთან კომუნიკაცია.
გენდერის სპეციალისტი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს სამარიტელთა კავშირის დირექტორის წინაშე.
ხელშეკრულების ვადა: ხელშეკრულება გაფორმდება 2026 წლის მარტის ბოლომდე, სამთვიანი საცდელი პერიოდით.
კვალიფიკაცია და გამოცდილება:
გენდერის სპეციალისტს უნდა გააჩნდეს შემდეგი კვალიფიკაცია და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება გენდერის საკითხებში, სოციალური მეცნიერებებში, განვითარების საკითხებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში;
- მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება გენდერული ანალიზის, გენდერული მეინსტრიმინგის და პროექტის მართვის მიმართულებით;
- დადასტურებული გამოცდილება გენდერის საკითხებთან დაკავშირებული პროექტების დიზაინსა და განხორციელებაში, განსაკუთრებით ქალაქსა და სოფლად;
- გენდერული საკითხების, ქალთა უფლებებისა და შესაბამისი პოლიტიკისა და ჩარჩოების ღრმა ცოდნა;
- ანალიტიკური, საკომუნიკაციო და ანგარიშგების უნარები;
- დაინტერესებულ მხარეებთან დამოუკიდებლად და გუნდურად თანამშრომლობის უნარი;
- ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა.
- განაცხადის წარდგენის პროცესი
დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
CV, რომელიც მოიცავს შესაბამის გამოცდილებას, მიღწევებსა და კვალიფიკაციას;
სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილია მისი მიდგომა და გამოცდილების შესაბამისობა მოთხოვნებთან;
გენდერულ ანალიზსა და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებული წინა სამუშაოს მაგალითები.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი 20 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე: info@sskgeo.org
სხვა
პროექტის მართვა
ნახვები 44
უნიკალური ნახვები 42