12 დეკ - 28 დეკ
ოჯახის ექიმი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა "მედიქალ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტებზე ორიენტირებული კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა
  • სამედიცინო დოკუმენტაციის ხარისხიანად წარმოება
  • ჯანდაცვის სისტემაში კოორდინაცია
  • რესურსების რაციონალური გამოყენება
  • უწყვეტი სამედიცინო განათლება

აუცილებელი მოთხოვნები:
  • სავალდებულოა უმაღლესი განათლების დიპლომი სამკურნალო საქმის სპეციალობით
  • ექიმად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება
  • სავალდებულოა სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პაციენტებთან ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარების/ შენარჩუნების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალობა, დისციპლინირებულობა, ორგანიზებულობა
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
  • ეთიკური პრინციპების ცოდნა/ გამოყენების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 28 დეკემბერი.
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@medicalhouse.ge და მიუთითეთ ელ. ფოსტის სათაურის ველში პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

მისამართი: თბილისი, ბერბუკის 7
ტელ: 2 330833
ვებ-გვერდი: www.medicalhouse.ge
ელ. ფოსტა: vacancy@medicalhouse.ge

შპს „საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკულ კლინიკაში“ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სამედიცინო
ოჯახის ექიმი
ნახვები 10
უნიკალური ნახვები 9
მსგავსი განცხადებები