12 დეკ - 10 იან
მუშა
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1100
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „შვიდი მითი“ 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის სფერო რამოდენიმე მიმართულებას მოიცავს: საკვები დანამატებისა და საკვები საღებავების წარმოება, სადენზიფექციო-სარეცხი საშუალებების წარმოება, ვაკუუმ და თერმოშეფუთვების წარმოება, საწარმოო მანქანა-დანადგარებისა და სათადარიგო ნაწილების იმპორტი და რეალიზაცია.

შ.პ.ს. „შვიდი მითი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მუშა

მოთხოვნები:
  • საწყობში მუშაობის გამოცდილება;
  • პუნქტუალური, დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • დიდ დიღომში და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა.

ძირითადი მოვალეობები:
  • ტვირთების (შესაფუთი მასალები, ვაკუუმპაკეტები თუ სხვა ნედლეული) დასაწყობება, მანქანების გადმოტვირთვა, საექსპორტო ტვირთების გამზადება, შეფუთვა და დატვირთვა.
სამუშაო განაკვეთი:
  • სრული - კვირაში ხუთი დღე (ორშაბათი-პარასკევი)
  • სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
  • ანაზღაურება 1100 ლარი
  • თანამშრომლებისთვის სადილს უფასოდ უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ საკონტაქტო ინფორმაცია ან რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე hr@shvidimeat.com
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მუშა

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე).
„შვიდ მითში“-ში პერსონალური თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს

გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 28
უნიკალური ნახვები 26