შემდეგი
13 დეკ - 10 იან
სტანდარტი
კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@premiumleasing.ge
კომპანია "პრემიუმ ლიზინგი", აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.
"პრემიუმ ლიზინგი" არის საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანია. "4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. "4finance" ჯგუფი დაარსდა 2008 წელს ლატვიაში და სწრაფად გადაიქცა მრავალბრენდულ ჯგუფად.
მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი www.4finance.com
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტთა მომსახურება;
- კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვები;
- ლიზინგის განაცხადების მომზადება, დამუშავება და კომიტეტზე წარდგენა;
- კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში ლიზინგის გაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
- მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
- გაყიდვების უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
- მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ ტრენინგებს
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@premiumleasing.ge 2025 წლის 12 იანვრამდე, ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60
გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 46
უნიკალური ნახვები 46