13 დეკ - 12 იან
იურისტი
თბილისი, დიდუბე, ა.წერეთლის გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995596226464
შპს "Trans Engineering Group" LLC არის ავტომატიზაციისა და ტელემექანიკის სისტემების და ელექტრომომარაგების სისტემების შემქმნელი საერთაშორისო კომპანია. იგი აწარმოებს საპროექტო, სამშენებლო, სამონტაჟო და ექსპლუატაციურ სამუშაოებს ყველა საინჟინრო სისტემაზე. კომპანია ავტომატიზირებს ტექნოლოგიურ პროცესებს და წარმოების მართვის პროცესებს, ახორციელებს და აერთიანებს ენერგიის აღრიცხვის სისტემებს, პროცესის კონტროლის სისტემებს, ოპერატიული წარმოების მართვის სისტემებს და ოპერატიული დაგეგმვის სისტემებს.

შპს "Trans Engineering Group" LLC იწვევს მოტივირებულ და ენერგიულ და გამოცდილ გუნდის წევრს იურისტის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა.წერეთლის 123
  • სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
  • ხელფასი: 1 500 – 3 500 ლარი (NET) გამოსაცდელი პერიოდის დროს

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
  • კომპანიაში არსებული პროცესების შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების აუდიტი, შემდგომში მონიტორინგი;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და არქივის შექმნა;
  • მოამზადოს და გააფორმოს ხელშეკრულებები;
  • განახორციელოს ნოტარიუსებთან, მთარგმნელობით ბიუროებთან ურთიერთობა და ა.შ.
  • ახალი პროექტების შემუშავების პროცესებში მონაწილეობა, მათ სამართლებრის უზრუნველყოფაზე ზრუნვა და შესაბამისი მოსაზრებების ჩამოყალიბება.
  • კომპანიის მომწოდებლებლებთან, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება და შემდგომი გაუმჯობესებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება;
  • კომპანიის ინტერესების დაცვა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power point, Outlook)
  • სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (გასაუბრების მე-2 ეტაპი მოხდება რუსულ ენაზე)

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა

კონკურსის ეტაპები:
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
  • გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: tikolexo@gmail.com და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „იურისტი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
იურიდიული
იურისტი
ნახვები 296
უნიკალური ნახვები 279