დღეს - 12 იან
სტარტი
სამაცივრე-საწყობის მენეჯერი
თბილისი, დიდი დიღომი
- სრული განაკვეთი
- 5000
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@gagroup.com.ge
დასახელება: სამაცივრე - საწყობის უფროსი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება - 5000 ₾-დან
ლოკაცია - თბილისი, დიდი დიღომი
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში სამაცივრე-საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- საწყობში ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
- საოფისე პროგრამების ცოდნა; 1C ERP-სთან და WMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი; დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მართვის და მოტივაციის უნარი;
- კომუნიკაბელურობა; ორგანიზებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში მიმდინარე პროცესების კონტროლი, პროდუქციის მიღება-გაცემის უზრუნველყოფა;
- მიღებული პროდუქციის აღრიცხვა, დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება, ტვირთების დასაწყობების დაგეგმვა და კოორდინაცია;
- საწყობში არსებული პროდუქციის კონტროლი და აღრიცხვა;
- სასაწყობე ნაშთების პერიოდული კონტროლი/აღრიცხვა;
- კლიენტებთან ურთიერთობა;
- გაცემის პროცედურის დაცვა FIFO/ LIFO პრინციპის შესაბამისად;
- საწყობის საერთო მოწესრიგებულობის (პროდუქციის, იდენტიფიცირება,განთავსება, ვადებისა და მარკირებების კონტოლი
- ჩამოსაწერი და ვადაგასული პროდუქტების იდენტიფიცირება, განცალკევება და დროული გატანა საწყობიდან შესაბამისი პროცედურის დაცვით),
- ჰიგიენური მდგომარეობის, კლიმატური პირობების, დანადგარების კონტროლი და შეუსაბამობების აღმოჩენისას შესაბამისი სამსახურების ინფორმირება პრობლემის აღმოფხვრის ღონისძიებების ჩასატარებლად.
- საწყობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
- საწყობის თანამშრომელთა შორის სამუშაოს სწორი გადანაწილება, კოორდინირება,
- საწყობში დისციპლინის კონტროლი; სამუშაო პროცესში საწყობის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
- სასაქონლო მარაგების კონტროლი და ფაქტიური ნაშთებისა და პროგრამული ნაშთებთან ურთიერთშედარება;
- ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაცია, ინვენტარიზაციების წარმოება.
- შეკვეთების აგროვება/კონტროლის მუდმივი მონიტორინგი და ზომების მიღება მაქსიმალური შედეგის მიღების მიზნით;
- ყოველდღიური რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება და ა.შ.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება,
როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 235
უნიკალური ნახვები 223