შემდეგი
13 დეკ - 11 იან
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა - ტექნიკოსი
თბილისი
- სტაჟირება
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancybmgcat@borusan.com
"ბორუსან კატ საქართველოს წარმომადგენლობა" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ტექნიკოსის პოზიციაზე:
"ახალი გენერაცია ბორუსან კატში"
ჩვენი კომპანიის შესახებ: http://www.borusancat.ge/
გსურთ უფრო მეტი გაიგოთ ჩვენს შესახებ?
ამის შესაძლებლობას გაძლევთ ჩვენი სტაჟირების პროგრამა.
მოკლედ! ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ მომავალში დასაქმდნენ: სამშენებლო ტექნიკის, ტექნიკოსის პოზიციაზე გთავაზობთ გაიაროთ ანაზღაურებადი 3-6 თვიანი სტაჟირება ჩვენს კომპანიაში, დასაქმების პერსპექტივით.
სტაჟირების პერიოდში შესაძლებლობა გექნებათ:
- ახლოდან გაეცნოთ ჩვენი კომპანიის საქმიანობას
- იმუშაოთ ჩვენი კომპანიის გამოცდილ გუნდის წევრებთან ერთად.
- გაეცნოთ ჩვენს შიდა სამუშაო პროცესებს.
- დაესწროთ კატერპილარის ოფიციალურ ტრენინგებს
- მიიღოთ ფიქსირებული ანაზღაურება.
- კომპანია უზრუნველყოფს სტაჟიორების ტრანსპორტირებასა და ლანჩს.
რაც მნიშვნელოვანია!
სტაჟირების გავლის შემდეგ შეძლებთ მოხვდეთ ჩვენი კანდიდატების მონაცემთა ბაზაში. კომპანიაში ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება ჩვენს კომპანიაში.
ვეძებთ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებს.
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.
- სამშენებლო ინდუსტრიის მიმართ ინტერესი.
- საბაზისო ცოდნა ტექნიკური მიმართულებით.
- სასურველია მართვის მოწმობა.
- თავისუფალი გრაფიკი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancybmgcat@borusan.com
გისურვებთ წარმატებებს!
ენერგეტიკა
ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
ნახვები 15
უნიკალური ნახვები 14