16 დეკ - 12 იან
სტანდარტი
B2B გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
"wegroup" საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით Mandarina და Redberry, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელია საერთაშორისო ბრენდების Sokolov, Uneaerre, Nomination, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს.
"wegroup" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: http://www.wegroup.ge https://myredberry.ge/ https://mandarina.ge/
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
სამუშაო ადგილი: ნუცუბიძის ქუჩა.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- მაღალი ანაზღაურება
- პროფესიული ზრდის და დაწინაურების შესაძლებლობა
- სამედიცინო დაზღვევა
- შვებულება გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა
- კორპორაციული ფასდაკლება Mandarina და Redberry ის ბრენდულ პროდუქციაზე
- ჯანსაღი სამუშაო გარემო
ფუნქცია და მოვალეობები:
- გაყიდვების ეფექტური სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება
- პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების კვლევა, კონკურენტების შესწავლა და ანალიზი
- ბაზრის ტენდენციების დადგენა, ახალი მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიცირება
- სამკაულების და აქსესუარების სექტორში სხვადასხვა არხებით კორპორაციული კლიენტების მოძიება
- კორპორაციულ კლიენტებთან პირველადი კომუნიკაციისთვის პრეზენტაციის/საკომუნიკაციო მასალების მომზადება
- დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მართვა
- არსებული და პოტენციური დამკვეთების ბაზების წარმოება
- გაყიდვების პერფორმანსის ანალიტიკა, გეგმასთან მიმართებაში გადახრების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
- გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
- კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
- პროაქტიულობა/ინიციატივიანობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და ოპერატიულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, გაყიდვები)
- B2B გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- საიუველირო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- Microsoft Office და CRM პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და დაინტერესებული ხართ პოზიციით, გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3SujhuA
კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 71
უნიკალური ნახვები 64