შემდეგი
13 დეკ - 09 იან
ხიდების / ხელოვნური ნაგებობების ინჟინერი
თბილისი, ავლაბარი
- სრული განაკვეთი
- მივლინება
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: avanbeki@avanbeki.ge
ვაკანსია ხიდების / ხელოვნური ნაგებობების ინჟინრის პოზიციაზე
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საგზაო ინფრასტრუქტურის ფარგლებში (ხიდები, მილები, საყრდენი კედლები და ა.შ.) ხელოვნური ნაგებობების ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ადგილზე არსებული სიტუაციის აღწერა, შესწავლა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სწორი საპროექტო გადაწყვეტილების შემუშავება;
- ხიდების/გვირაბების/მილების/საყრდენი კედლების პროექტირება საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად;
- მშენებლობისათვის საჭირო მუშა ნახაზების მომზადება;
- მშენებლობის პერიოდში შესასრულებელი სამუშაოთა მოცულობების დათვლა და უწყისის შედგენა;
- საპროექტო გუნდთან კომუნიკაცია და მიღებული ინფორმაციისა თუ საპროექტო გადაწყვეტილების გაზიარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- ხელოვნური ნაგებობების პროექტირებაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ნახაზების შესადგენად საჭირო პროგრამების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel და ა.შ.).
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალობა;
- კომუნიკაბელურობა;
- კომპეტენტურობა;
- დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დროის ნაყოფიერად მართვის უნარი.
ხელფასის რაოდენობა და თანამდებობა განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით. გამოსაცდელი ვადა 1-დან 3 თვემდე, ანაზღაურებადი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე: avanbeki@avanbeki.ge
ინჟინერია
გზების და ხიდების ინჟინერი
ნახვები 44
უნიკალური ნახვები 42