შემდეგი
13 დეკ - 11 იან
ბუღალტერ-გამომთვლელი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: bkgeopro@gmail.com
ტელეფონი: +995 595 525276
რესტორანი ,,Bk”
მის: ბათუმი, მემედ აბაშიძის 25
კომპანია "შპს ,,ბ-ი კ-ეი პროექტი” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-გამომთვლელის პოზიციაზე:
ფუნქცია-მოვალეობები ბუღალტერ-გამომთვლელი პოზიციაზე:
- მიიღოს საბუღალტრო დოკუმენტაცია და დაამუშაოს შესაბამისი წესით;
- დროულად მოამარაგოს რესტორანი პროდუქციით შეკვეთების შესაბამისად;
- აკონტროლოს პროდუქციის ფასები და დირექტორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია, ამასთან კონტრაგენგებთან დროულად დაამყაროს კომუნიკაცია სადავო ფასებთან დაკავშირებით;
- ვალდებულია შეიყვანოს აღწერის შედეგები და ზუსტი ანგარიში წარუდგინოს დირექტორს, რესტორნის ქონების (მოძრავი, უძრავი), სამზარეულოს, ბარის, ტექნიკური და ჰიგიენური საშუალებების, ასევე სამზარეულოს და ბარის ინვენტარის აღწერის შედეგების შესახებ არაუგვიანეს მომდევნო თვის 5დან 8 რიცხვამდე წარდგენა;
- ვალდებულია საწყობებში განსაზღვროს კრიტიკული ნორმები, რამეთუ არ მოხდეს რესტორნის სამუშაო პროცესის შეფერხება.
- ახალი თანამშრომლის მიღებისას ვალდებულია, განახორციელოს მისი პროგრამულად რეგისტრაცია და სამუშაო ბარათის გადაცემა, იურისტის წარდგინების საფუძველზე.
- ვალდებულია შეფ-მზარეულისა და ბარმების კალკულაციების წარდგენის საფუძველზე, დროულად და სიზუსტით შეიყვანოს ის პროგრამაში.
- ვალდებულია მიწოდებული კალკულაციების შესაბამისად, ზედნადებით მიღებული პროდუქცია სწორად გაანაწილოს პროგრამულად (კილოობისა და ცალობის ზუსტი მითითებით), რათა შემდგომში არ დაფიქსირდეს პროგრამული ხარვეზი და აცდენა, ყოველთვიური აღწერის შედგებეზე ციფრულად.
- განახორციელოს ცვლილებები მენიუში და უზრუნველყოს ახალი მენიუს დაბეჭდვა სეზონურობის გათვალისწინებით (რაშიც შედის ზუსტი თვითღირებულების გამოყვანა საკვებზე, წონისა და კალორიების მითითებით)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მზგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 6 თვისა.
- MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Excel, Power Point)
- პროგრამა FINA-ს ფლობა
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
- მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: bkgeopro@gmail.com.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
საკონტაქტო პირი ნათია გოგმაჩაძე ტელ: +995 595 525276
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ - აღმრიცხველი
ნახვები 109
უნიკალური ნახვები 105