14 დეკ - 11 იან
ბილინგური სწავლების სპეციალისტი
დმანისის მუნიციპალიტეტი, ქვემო ოროზმანი
  • სრული განაკვეთი
  • 945
  • მაგისტრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ქართული,აზერბაიჯანული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995551083013
მისამართი: ქ. დმანისი, სოფ. ქვემო ოროზმანი

სსიპ დმანისის მუნი. ს. ქვ. ოროზმანის საჯარო სკოლა აცხადებს ვაკანსიას ბილინგური სწავლების სპეციალისტის პოზიციაზე.

დამატებითი მოთხოვნები საგნის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
  • უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
  • უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
  • უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
  • უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • არის უფროსი, წამყვანი ან მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებელი.

სურველი კომპეტენციები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი შრომის დისციპლინა; კომპიუტერული უნარები.

დამატებითი ინფორმაცია კანდიდატმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე hr.gov.ge სავალდებულოდ უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აიტვირთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე;
  • სამოტივაციო წერილი. არსებობის შემთხვევაში შემდეგი დოკუმენტი/დოკუმენტები - მასწავლებლის სტატუსის (უფროსი, წამყვანი, მენტორი) დამადასტურებელი სერტიფიკატი; -
  • 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი ცნობა;
  • საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან ფიზიკურ პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური ადგილის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.

გასაუბრების ეტაპზე კანდიდატების შეფასება მოხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად.
გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელფოსტაზე: KvemoOrozmani@mes.gov.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 551083013
მეცნიერება/განათლება
სკოლის მასწავლებელი
სხვა
სხვა
ნახვები 5
უნიკალური ნახვები 5