შემდეგი
16 დეკ - 14 იან
სტანდარტი
სავაჭრო აგენტების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@gah.ge
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".
შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტების მენეჯერი პოზიციაზე, ქ. თბილისში.
მისამართი - თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N230
სამუშაო საათები - 09:00 – 17:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 09:00 – 15:00 (შაბათი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საცალო ქსელური გაყიდვების ხელმძღვანელობა.
- საცალო გაყიდვებთან დაკავშირებული სტრატეგიისა და მიზნების განსაზღვრა.
- მენეჯმენტთან ერთად წლიური გაყიდვების გეგმის დასახვაში მონაწილეობა და შემდგომ მათი სისრულეში მოყვანა.
- პროდუქციის გასაყიდი ფასების რეგულარული ანალიზი და კონტროლი, ბიუჯეტთან და საბაზრო სიტუაციასთან მიმართებაში ოპტიმალური ფასების განსაზღვრა.
- დაქვემდებარებულ პირებთან რეგულარული კომუნიკაცია, პრობლემატური საკითხების გადაჭრაზე ზრუნვა და სახელფასო/საბონუსე საკითხების მართვაში ჩართულობა.
- დაქვემდებარებულებისათვის გაყიდვების ყოველთვიური გეგმის ეფექტური გადანაწილება და კონტროლი.
- ქსელებთან ურთიერთობაში ყოველდღიური პრობლემატური საკითხების გადაჭრაზე ზრუნვა.
- გაყიდვების რეგულარული, დეტალური ანალიზი გასაყიდი არხების მიხედვით და ამ ანალიზზე დაფუძნებით კონსტრუქციული ქმედებების განხორციელება გაყიდვების ოპტიმიზაციისთვის, მათ შორის ახალი ინიციატივის შეფასება, მიზანშეწონილობის განსაზღვრა, საუკეთესო ვარიანტის შერჩევა განსახილველად.
- გაყიდვების ახალი არხების მოძიება და გაყიდვის ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა.
- ბაზრის ანალიზი, მიმდინარე ცვლილებების შესწავლა და კონტროლი.
- დეპარტამენტის ბიუჯეტის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და ამ ბიუჯეტთან მიმართებაში თანხის მიზანშეწონილი ხარჯვის კონტროლი.
- საცალო გაყიდვის არხებში მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და კონტროლი.
- საცალო გაყიდვის არხებში დებიტორული დავალიანების მართვა და კონტროლი.
- საცალო პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის განსაზღვრა და შეკვეთის წარმოება.
- ყოველდღიური საოპერაციო აქტივობები (ზედნადების კორექტირება, ნაშთების კონტროლი და ნედლეულის შეკვეთის გაკეთება).
- ყველა ის საკითხი, რომლიც ეხება ყოველდღიურ გაყიდვებს და დისტრიბუციას.
- ხელმძღვანელობის მიერ დავალებული ნებისმიერი სხვა დავალების შესრულება თანამშრომლის კვალიფიკაციის და განსაზღვრული მოვალეობების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების განხრით;
- აუცილებელია გაყიდვების სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია თანამშრომლების მართვის გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგად ფლობა;
- Ms Excel-ის ძალიან კარგად ცოდნა.
- 1C ERP პროგრამის ცოდნა
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პოზიტიური და ენერგიული;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მართვის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- დეტალებისადმი ორიენტირებული;
- ინიციატივიანი.
ჩვენ გთავაზობთ:
- თანამშრომლის წილ საპენსიო შენატანს (2%) ფარავს კომპანია;
- დაზღვევა;
- ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე;
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გაყიდვები
სავაჭრო წარმომადგენელი
ნახვები 113
უნიკალური ნახვები 111