17 დეკ - 15 იან
უფროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას უფროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი
დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი
განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და
კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური
გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ახალი პროექტების მიღება და მიმდინარე პროექტებზე ინფორმაციის დაზუსტების/მოძიების მიზნით შესაბამის დეპარტამენტებთან ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
  • ბიზნეს სტრუქტურებთან შეხვედრების ინიცირება, დასწრება და შეხვედრაზე გავლილი დეტალების (მათ შორის დასმული IT დავალების დეტალების ან ზოგადი კონცეფციის) განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება ან/და არსებულ დავალებაში ცვლილებების შეტანა;
  • ფუნქციონალის აღწერის დოკუმენტაციის შეთანხმება დეველოპმენტ გუნდთან და stakeholderებთან;
  • კონსულტაციების გაწევა დეველოპმენტ გუნდთან სისტემის ფუნქციონალთან დაკავშირებულ საკითხებზე პროექტის ინიცირებიდან დასრულებამდე, პროექტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ფაზაში;
  • საჭიროების შემთხვევაში, სისტემის Wireframe-ების შედგენა;
  • User Stories მომზადება და დელეგირება შესაბამის თანამშრომელთან;
  • საჭიროების ან მოთხოვნის შემთხვევაში რეპორტების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში ტესტირებაში ჩართვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა მიზნობრივი დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT), მათემატიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
  • მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება, სასურველია საცალო/ფინანსურ/ტექნიკურ სექტორში უფროსი ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე;
  • SDLC ექსპერტიზა: პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლის (SDLC) მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა, კომპლექსური სისტემებისთვის მოთხოვნების შეგროვების, ანალიზისა და დოკუმენტაციის გამოცდილების ჩათვლით;
  • Agile Proficiency: Agile მეთოდოლოგიების (Scrum, Kanban) ცოდნა და მუშაობის გამოცდილება.
  • ტესტირება: განახლებული ფუნქციონალის ტესტირება და ხარვეზების გამოვლენა (Swagger/System) ვებ სერვისები: RESTful და SOAP ვებ სერვისების დიზაინისა და დანერგვის გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზის მენეჯმენტი: რელაციური მონაცემთა ბაზების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე (მაგ: SQL Server, Oracle) მოდელირების ინსტრუმენტები: გამოცდილება ბიზნეს პროცესების მოდელირებაში, მონაცემთა ნაკადის დიაგრამებში და სისტემის არქიტექტურის მოდელირებაში მოწინავე ინსტრუმენტების გამოყენებით (მაგ: Visio, Lucidchart, BPMN, UML)

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • მოლაპარაკებების და პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის / პრეზენტაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება). აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად
თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე,
მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის
უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
წარმატებებს გისურვებთ!
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი
ნახვები 41
უნიკალური ნახვები 39