17 დეკ - 16 იან
სტანდარტი
შემდუღებლის დამხმარე
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1500 - 2500
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@fabricon.ge
ტელეფონი: +995 591 035 551
მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე, კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით რომლებიც არის
- მეტალის ფურცლოვანის საჭრელი ლაზერი,
- მეტალის მილების და მილ. კვადრატების საჭრელი,
- პროგრამული საღუნი დანადგარი და ა.შ.
დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს, ფაბრიკონი პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მისა საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით. ფაბრიკონის გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს,
"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატს შემდუღებლის დამხმარეს პოზიციაზე,
მოვალეობები:
- რკინის პროდუქციის დამუშავება შესაბამისი მექანიკური და ელექტრო ხელსაწყოების მეშვეობით.
- მზა და ნახევრად მზა პროდუქციის შეფუთვა-დასაწყობება
- სატვირთო ავტომობილის დატვირთვა და ჩამოტვირთვა;
სასურველია ხელსაწყოების ფლობის გამოცდილება:
- კუთხლივ სახეხი (ბალგარკა)
- ბურღი (დრელი)
- სხვადასხვა წვრილი ინვენტარი
დაინტერესების შემთხვევაში პერსპექტივა:
- დანადგარებისა და შედუღების შესწავლა.
- რკინის დამუშავების სპეციფიკებისა და ხერხების შესწავლა.
- სამღებრო საქმის შესწავლა.
- მონტაჟის მიმართულებით გამოცდილების შეძენა-განვითარება.
პიროვნული თვისებები:
- გუნდურობა.
- შრომისმოყვარეობა.
- პატიოსნება.
- დისციპლინირებულობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი-შაბათი 09:00-18:00 + ოვერთაიმები;
- შესვენება 1 საათი 14:00-15:00;
- კვებას უზრუნველყოფს კომპანია;
- დღესასწაულებზე დასვენება;
სახელფასო დიაპაზონი: ანაზღაურება 1500-2500
დაინტერესებულმა პირებმა დაგვირეკეთ: +995 591 035 551 ან გამოგზავნეთ CV შემდეგ მისაართზე: hr@fabricon.ge
წარმოება/ოპერაციები
მეტალი/შედუღება
ნახვები 73
უნიკალური ნახვები 61