17 დეკ - 27 დეკ
სტანდარტი
ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@psp.ge
კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება (მმართველობითი ფორმები და ფინანსური ანგარიშგების ფორმები);
- ყოველწლიური ფინანსური აუდიტის პროცესის მართვა;
- “ფასს” სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი და ახალი სტანდარტების დანერგვა;
- წლიური ბიუჯეტის შედგენა და შემდგომი ანალიზი; ფაქტიურ მონაცემებთან შედარება და გადახრების იდენტიფიცირება და გამოკლვევა;
- წლის განმავლობაში ფინანსური მდგომარეობის, შედეგებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება;
- კოეფიციენტების ანალიზი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გამოვლენისთვის და კონტროლისთვის;
- ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
- ფინანსური/ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი და მათი კომპანიაზე გავლენის იდენტიფიცირება;
- მონაცემების ანალიტიკის იდეების გენერირება და ანალიტიკური დავალების დაწერის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel -ის სრულყოფილი ცოდნა;
- ACCA - F1-F9, CFA Level 1 ჩაითვლება უპირატესობად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გამართული პრეზენტაციის ჩატარების უნარები;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაცია.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 27 დეკემბერი.
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური ანალიტიკოსი
ნახვები 121
უნიკალური ნახვები 118