შემდეგი
18 დეკ - 15 იან
სტანდარტი
არქიტექტორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@innosystems.ge
სს "ინოსისტემსი საპროექტო საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტი“ (საქმიანობა: სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტების კომპლექსური პროექტირება, მშენებლობა, გამართვა-გაშვება, არსებული ობიექტების მოდერნიზაცია) აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის განათლება (არქიტექტორის კვალიფიკაციით);
- სასურველია არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Revit, Autocad;
- სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Archicad, Lumion, Photoshop, Illustrator, SketchUp;
- სასურველია უცხო ენების (ინგლისური, ან რუსული) ფლობა.
- ჩვენი კომპანიის მიერ ხორციელდება დამწყები არქიტექტორების დასაქმების ხელშეწყობა.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტების ნახაზების შექმნა პროგრამა Revit-ისა და Autocad-ის გამოყენებით.
- შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება.
აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:
- ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
- პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
- დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი.
ხელფასი შეთანხმებით. შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით ხელფასის ზრდის პერსპექტივით.
თუ მიგაჩნიათ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@innosystems.ge და აუცილებლად მიუთითეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, იხილოთ ჩვენი საიტი (www.innosystems.ge), რომ წარმოდგენა შეგექმნათ ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე.
ტელეფონის ნომერი: +995 558 60 50 15; (032) 2 371 007
სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი
ნახვები 194
უნიკალური ნახვები 191