18 დეკ - 16 იან
სტანდარტი
დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში ასისტენტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@1soft.ge
კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში ასისტენტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
კომპანია OneSoft წარმოადგენს ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: www.1soft.ge
ფუნქცია-მოვალეობები, ანუ ჩვენ შეგასწავლით:
- 1C სააღრიცხვო პროგრამის ეფექტურად გამოყენებისთვის საჭირო საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
- მომხმარებლის ტექნიკური მხარდაჭერა 1C სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის დროს
- მომხმარებლის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში არსებული საკითხების ლოგიკური და სისტემური გაანალიზება, გადაჭრა
- მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებული მოთხოვნის შესაბამის რგოლებთან გადამისამართება
- მომხმარებლის მომართვებზე ოპერატიული რეაგირება
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური სამუშაოები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები
- ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
უპირატესობად ჩაითვლება:
- ინგლისური/რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- სამუშაო გამოცდილება
- 1C სტანდარტული გადაწყვეტების ცოდნა
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
- მიზანმიმართულობა, შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის, ანალიზის და დროის მართვის უნარი
- ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი
- სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა
სამუშაო პირობები
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, ბიზნეს ცენტრი აქსის პალასი
- სამუშო განრიგი: ჰიბრიდული (დისტანციურად ან/და ადგილზე)
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე - CV ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ასისტენტი დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში
OneSoft გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია
პირადი ასისტენტი
ნახვები 329
უნიკალური ნახვები 327